05 სექტემბერი 2026,   19:20
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულ ამირან აშბას ოჯახის წევრები აქციას მართავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულ ამირან აშბას ოჯახის წევრები აქციას მართავენ - ისინი აცხადებენ, რომ ის უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით ავტომობილი გააჩერეს, ჩხრეკის დროს კი მანქანიდან ცივი იარაღი ამოიღეს. როგორც აშბას ოჯახის წევრები ამბობენ, დანა ავტომობილში მყოფ აშბას მეგობარს ეკუთვნოდა, რომელიც ადასტურებს, რომ ცივი იარაღი მისი საკუთრება იყო. მიუხედავად ამისა პოლიციამ ამირან აშბას წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება.

დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, პოლიცია აშბას მიზანმიმართულად დევნის, ის წარსულში იყო ძებნილი, თუმცა ამისთვის სასჯელი მოხდილი აქვს, ახლა კი არ ეძლევა საშუალება თავისუფლად ცხოვრების.

დაკავებულის ოჯახის წევრები და ნათესავები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები