მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღიურად მძიმდება, მოქალაქეები რეგულაციებს ისევ არღვევენ. ღამის საათებში იმართება უკანონო წვეულებები, ყველანაირი წესების უგულებელყოფით, სადაც ირღვევა არამხოლოდ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები. აქ ხშირია ჩხუბი და გარჩევები.
პოლიციას და შრომის ინსპექტორებს დატვირთული ღამე ჰქონდათ არამხოლოდ თბილისში, ასევე მის შემოგარენშიც. "კურიერმა" მოიპოვა ნატახტარში გადაღებული კადრები, სადაც წვეულების ორგანიზატორი სტუმრებს ღია სივრცეში, თუმცა, როგორც გაირკვა - რეგულაციების დარღვევით მასპინძლობდა.