26 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
რა მოხდა 128-ე ბაღში - "კურიერის" ინფორმაციით, აღმზრდელმა სავარაუდოდ 3 წლამდე ბავშვზე იძალადა

3 წლის ბავშვზე სავარაუდო ძალადობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არკვევს. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ თბილისის 128-ე საბავშვო ბაღში აღმზრდელმა სავარაუდოდ 3 წლამდე ბავშვზე იძალადა.

ბაღის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლდა.

საქმით გამოძიება და სხვა შესაბამისი უწყებები მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სავარაუდო ძალადობის შესახებ ბავშვის მშობელმა განაცხადა.

ბაღიდან ამოღებულია ვიდეოთვალის ჩანაწერებიც. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები