06 სექტემბერი 2026,   22:45
ვრცლად
მამის ცემისთვის დაკავებული ქალი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ასაკოვანი მამის ცემისთვის დაკავებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. ბრალის დადგენილება მას უკვე ოფიციალურად გააცნეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

ადვოკატის განმარტებით, დაკავებულს საქმის გარშემო საუბარი არ სურს. 

"არ სურს საქმის გარშემო საუბარი და აქედან გამომდინარე კონკრეტულ დეტალებზე ვერ მოგახსენებთ პოზიციას, თუმცა შემიძლია დავაფიქსირო, რომ ის წარდგენილ ბრალდებაში თავს არ გრძნობს დამნაშავედ," - განაცხადა ადვოკატმა.

40 წლამდე ქალი ასაკოვანი მამის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ზუგდიდში გუშინ დააკავეს.

დღის ამბები