საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოჩვენებითი გარიგებით ქონების გადამალვის სამ ფაქტზე, სამი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საგადასახადო შემოწმების საფუძველზე თანხის დარიცხვის შემდგომ, მოსალოდნელი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, ფიქტიურად დაარეგისტრირეს ახალი საწარმოები ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე. აღნიშნულ საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით განახორციელეს მათზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გადაწერა, რის საფუძველზეც საგადასახადო ორგანოები ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.