ინდოეთიდან ვირუსის ახალი და უფრო აგრესიული ქვეტიპი უკვე 17 სახელმწიფოში გავრცელდა. ყველაზე მეტი შემთხვევაა გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სა და სინგაპურში.
მსოფლიოში გასული დღე ღამის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების რიცხვი კიდევ 800 ათასით გაიზარდა. ინფიცირებულთა ნახევარი სწორედ ინდოეთზე მოდის.
ქვეყანაში კრემატორიუმები გადატვირთულია, ჭირისუფლებს კორონავირუსით დაღუპულთა კრემაციისთვის რიგში დგომა საათობით უწევთ, ვრცელდება ფოტოები, სადაც აღბეჭდილია სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის ავტომობილების სადგომზე, კუსტარულად მოწყობილი ადგილები კოცონებისთვის, სადაც ცხედრებს წვავენ.
პაციენტებს კლინიკები ვეღარ იღებს, ხალხი რიგს პირდაპირ ქუჩაში და მანქანებში ელოდება.
მსოფლიოში რეკორდულად იზრდება ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში 15 ათასი პაციენტი დაიღუპა.