19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ჩვენი ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან ვაქცინაციის მხარდაჭერის პროცესში - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის მხარდაჭერის პროცესში ვაქცინაციის ოფიცრები ჩაერთვებიან, ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. 

"ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით კოვიდვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში უკვე მოქმედებს 130-ზე მეტი ვაქცინაციის პუნქტი. ამ პუნქტებში პროფესიონალურად და უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია.

ჩვენ გვაქვს, ასევე, მნიშვნელოვანი სიახლე, სულ მალე ჩვენი ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან ვაქცინაციის მხარდაჭერის პროცესში. ისინი ამ პროცესში მოახდენენ მოსახლეობის სრულ ინფორმირებას ვაქცინაციის შედეგების, რისკების და ასევე, იმ კეთილდღეობის შესახებ, რაც ვაქცინაციის პროცესით შეიძლება ქვეყანამ ეკონომიკურ ჭრილში მიიღოს. ამასთანავე, ის პრობლემა,რომელიც წარმოიქმნა ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენს ყველა მოქალაქეს არ აქვს ხელისმისაწვდომობა ელექტრონულ პორტალზე, ეს ახალგაზრდები დაეხმარებიან დარეგისტრირებაში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები