19 მაისი 2024,   14:55
ვრცლად
საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია შეიქმნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, რომელიც შეისწავლის როგორც ადგილობრივ, ისე - იმპორტული პროდუქტების ხარისხს. 

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, აქამდე საქართველოს მედიკამენტების ხარისხის შემოწმება ევროპის ლაბორატორიებში უწევდა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერი იყო ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის.

"ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. კონტროლის პროცესები იქნება ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულიად არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს," - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები