"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მირზა ბახტაძე ოჯახში ძალადობის ფაქტზეა ბრალდებული, მის საქმეს სასამართლო განიხილავს.
მირზა ბახტაძე დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებულია.
ამასთან "რუსთავის 2-ისთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - სულხან მოწყობილი და რუსლან ქორიძე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
რუსლან ქორიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნამდე, 2014-2016 წლებში იკავებდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას, ხოლო სულხან მოწყობილი 2017-2018 წლებში ქობულეთის ვიცემერის პოზიციაზე მუშაობდა.