19 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
ჩინურ ვაქცინაზე რეგისტრაცია 11 000-მდე ადამიანმა გაიარა - ასცდება თუ არა ქვეყანას მესამე ტალღა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. 

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი სამედიცინო დაწესებულების გადატვირთულ მდგომარეობაზე საუბრობს. დავით გადელია შიშობს, რომ კლინიკაზე ზეწოლა პაციენტების მკურნალობის ხარისხზე აისახება.

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავალი ვაქცინაციაა. საქართველოში ერთ დღეში ჩინურ ვაქცინა "სინოფარმზე" რეგისტრაცია 11000-მდე ადამიანმა გაიარა. თბილისში ამცრელ კლინიკებში ყველა ადგილი დაკავებულია. ქვეყანაში შემოსული 100 000 დოზა ვაქცინით 50 000 ადამიანი უნდა აიცრას. სპეციალისტები ამბობენ, რომ პრეპარატი ტრადიციულ მეთოდებზეა დამზადებული და გვერდითი მოვლენები მინიმალური აქვს.

ქვეყანაში, ამ ეტაპზე, "ფაიზერის" ორი ინექციით 4400 ადამიანია აცრილი. 15 მაისამდე ვაქცინირებულთა რიცხვი 14 000-მდე გაიზრდება. არ არის გამორიცხული, იმ მოქალაქეებს, რომელთაც ვაქცინის ორი დოზა მიიღეს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა აღარ შეეხოთ.

ვირუსის თავისებურებიდან და გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, სპეციალისტები სტატისტიკის მატებას უკვე ვარაუდობენ, საზოგადოებას კი მოახლოებული აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რეგულაციების დაცვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ახსენებენ.

დღის ამბები