საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული ჯარი ავღანეთის მისიას ამაყად დავტოვებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ავღანეთის მისიაში ქართველმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი.
პრემიერის თქმით, საქართველო საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას მომავალშიც განაგრძობს.
"მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი ჯარის როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და თქვენი ღირსეული მონაწილეობა ნატოს მისიაში ავღანეთში, რომელიც სექტემბრისთვის სრულდება. ამ მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს საქვეყნოდ, მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი. ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც, არსებულ ფორმატებში განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას გიხდით სამშობლოს მსახურებისთვის, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.