17 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
ხმაური მარნეულში - "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები მერიაში შესვლას ცდილობენ, დაკავებულია 6 პირი

ხმაურია მარნეულში - ამ წუთებში "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები მარნეულის მერიასთან იმყოფებიან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს.

მოძრაობა ერთ-ერთი აქტივისტის გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ, ისინი მერიის გადაწყვეტილებას მუმლაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

ადგილზე სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის გიორგი მუმლაძე. აქციის მონაწილეები პოლიციელებს აქტივისტების დაკავებაში ხელს უშლიდნენ.

"ჩვენ აქ პოლიტიკურად კი არ ვართ მოსულები, რომ რაღაცა გავტეხოთ ან რაღაცა მივანგრიოთ. მოვედით, რომ იმ ადამიანის უფლებები დავიცვათ, რომელიც უკანონოდ გაუშვეს სამსახურიდან. მე ვარ საკრებულოს წევრი და მაქვს უფლება ვიყო მერიაში, უნდა დავიცვა ჩემი მოქალაქე," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა.

გუშინწინ დამიბარეს სამსახურში და მითხრეს, რომ გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან. ზოგადად მიმანიშნეს, რომ ეს ხდება ჩემი ძმის გამო. შემდეგ ირაკლი ბურნაძემ გადათქვა რომ ის არაფერ შუაშია და სამსახურიდან მიშვებს იმის გამო რომ სპეციალისტი არ გვჭირდება ორი," - აღნიშნა სიმონ მუმლაძემ.

ჯამში 6 ადამიანია დაკავებული - გიორგი მუმლაძე, ალბერტ მერაბიშვილი, მიხეილ აკობაშვილი, კახა კვეკვესკირი, ნიკა ნარსია და ჯანა საჯაია. ისინი ბოლნისში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.

მომხარზე სამართალწამოება დაწყებული 173-166 მუხლებით.

 

დღის ამბები