09 მაისი 2024,   00:16
ვრცლად
ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი "მეოთხე ბრაიტონი" ტრაიბეკას კინოფესტივალზეა წარდგენილი

ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმი ტრაიბეკას კინოფესტივალზეა წარდგენილი - ფილმმა, რომლის გადაღებებიც 2015 წელს დაიწყო ძალიან საინტერესო და რთული გზა გაიარა. "მეოთხე ბრაიტონი" მამა-შვილის ურთიერთობაზე გვიამბობს, ურთიერთობა, რომელიც ასევე ემიგრაციას უკავშირდება.

ნიუ იორკში სამუშაოდ წასულ შვილს მამა დასახმარებლად ჩააკითხავს, სწორედ მაშინ მიხვდება, რომ ემიგრანტების ყოფა სხვა ქვეყანაში არც თუ ისე მარტივია. მამის როლს ლეგენდარული მოჭიდავე ლევან თედიაშვილი ასრულებს.

"მეოთხე ბრაიტონში" ნათამაშები კინოროლი კახი კავსაძისთვის საბოლოოა.

"მეოთხე ბრაიტონი" საფესტივალო ცხოვრებას ივნისში დაიწყებს, ქართველი მაყურებელი კი ლევან კოღუაშვილის ახალ ფილმს საქართველოში უკვე შემოდგომაზე იხილავს.

დღის ამბები