02 სექტემბერი 2026,   22:24
ვრცლად
"დელტას" ინფორმაციით, კახეთში 29 აპრილს 144 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ინფორმაციით, 29 აპრილს კახეთის რეგიონში 144 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს, რამაც რეგიონში შესული მასშტაბური ატმოსფერული პროცესები მნიშვნელოვნად შეამსუბუქა.

"რეგიონში ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა კახეთის ხუთი რაიონი.

176 კმ2 საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა 31 მმ იყო.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ახმეტის, თელავის, ყვარელის, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონებში 13:58 სთ-დან 23:20 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 144 ერთეულამდე რაკეტა.

აღსანიშნავია, რომ დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება,"-ნათქვამია განცხადებასი. 

სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა კაბალისა და ბაისუბნის სოფლები.

დღის ამბები