ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე ელექტროგადამცემ ანძაზე ასული მამაკაცი მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ანძაზე, დაახლოებით, ერთი საათის წინ ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, პირად მოტივს უკავშირდება.
აღნიშნული შემთხვევის გამო, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.