დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრება. იმუნიზაციის პროცესს ამირან გამყრელიძე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაივლის.
იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-გამოჯანმრთელებულ პაციენტებში აცრა 3 თვის შემდეგ კეთდება, ქვყნის მთავარ ეპიდემიოლოგს ამ დრომდე ვაქცინაცია არ ჰქონდა ჩატარებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კორონავირუსი იანვარის თვეში დაამარცხა.
შეგახსენებთ, დღეს ქვეყნის მასშტაბით, ჩინური წარმოების Sinopharm-ით ვაქცინაცია იწყება.