26 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
COVID-19-ის ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 155 მილიონს აჭარბებს - ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა კენიაში

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 155 მილიონს აჭარბებს. რამდენიმე კვირაა ურთულესი ვითარებაა ინდოეთში, სადაც კოვდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღე მატულობს.

ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა კენიაში, იტალია კი ახლო მომავალში ტურისტებისთვის კარანტინის მოხსნას გეგმავს. კერძოდ, ქვეყანაში მოგზაურობაზე შეზღუდვები არ გავრცელდება ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინით აცრილ, ასევე კოვიდგადატანილ და ნეგატიური პასუხის მქონე პირებზე. 

Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებას ავტორიზაცია მიანიჭა კანადამ. ალბერტა პირველი პროვინცია იქნება, სადაც ვაქცინით 12 წელს გადაცილებული ადამიანები აიცრებიან.

სერბეთში კი ის მოქალაქეები, რომლებიც მაისის ბოლომდე ვაქცინის ერთი დოზით მაინც აიცრებიან, ნაღდი ფულის სახით 3 000 სერბულ დინარს მიიღებენ, რაც 25 ევროს ექვივალენტია.

დღის ამბები