20 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
გახრწნილი ნეშტებიდან კორონავირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე - დანია მილიონობით მკვდარი ცხოველის ამოთხრას გეგმავს

დანიაში 2 თვის მანძილზე მილიონობით მკვდარი წაულის დაწვა იგეგმება - ქვეყანაში ახლო მომავალში 4 მილიონ გარდაცვლილ წაულის ამოთხრიან. ცნობილი ხდება, რომ ისინი ხრწნის დროს სასმელ წყალსა და ტბას აბინძურებენ.

"ვფიქრობ, ახლოს მცხოვრები ადამიანები ჰაერში გახრწნის მწვავე სუნს გრძნობენ. ჩვენ ადრე არასდროს ვყოფილვართ მსგავსი პრობლემის წინაშე," - განაცხადა დანიის გარემოს სამინისტროს წარმომადგენელმა იან რეისმა.

გასულ წელს, 15 მილიონი ცხოველის განადგურება გახდა საჭირო, ვინაიდან მათ ნაწილს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რომელსაც მუტაციის დროს, ადამიანის ინფიცირება შეეძლო. ამასთან, 4 მილიონი ცხოველი ორ სამხედრო პოლიგონზე დაკრძალეს, თუმცა გვამები ზედაპირზე ამოვიდა. დანიის პარლამენტმა შემდგომ ცხოველების ექსგუმაციას მხარი დაუჭირა. პროცესი დაახლოებით 2 თვის მანძილზე გაგრძელდება. გარემოს სამინისტრო ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდებს ფანჯრები არ გააღონ და გარეცხილი ტანსაცმელი გარეთ არ გაკიდონ.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ ცხოველების ფერმის მფლობელებს კომპენსაციის სახით 2 მილიარდ ევროს გადაუხდის.

დღის ამბები