მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
მეორე დღეა გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა მიმდინარეობს.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 100-მდე მეხანძრე-მაშველი, რომლებიც მდინარის ფსკერს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ექოლოტებით დაათვალიერებენ.
შეგახსენებთ, ირაკლი ანთიძის კვალი მდინარე რიონში 10 აპრილს დაიკარგა. ოჯახის ადვოკატმა გუშინ დაკარგულის ბოლო შეტყობინება გაასაჯაროვა, სადაც ის მომხდარის მიზეზებზე წერდა.