06 სექტემბერი 2026,   22:29
ვრცლად
26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა - მისი ვინაობა ცნობილია

გაუპატიურება სიცოცხლის მოსპობის მუქარით - 26 წლის ქალი, რომელმაც ტრავმას ვერ გაუძლო, მერვე სართულიდან გადახტა. "კურიერმა" სექსუალური ძალადობის ფაქტის ახალი დეტალები გაარკვია. მსხვერპლი ყაზახეთის მოქალაქეა, ის საქართველოში სამუშაოდ აპრილში ჩამოვიდა.  ასელ აიტპაევა თავდაპირველად რუსთავში მცხოვრებ ნათესავებთან, ასევე ყაზახეთის მოქალაქეებთან ცხოვრობდა, დაახლოებით 2 კვირის წინ საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.  რუსთავში აღნიშნული სახლი დატოვეს მისმა ნათესავებმაც.

ყაზახეთის მოქალაქის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ ბესიკ თორდუას, ცოტა ხნის წინ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ვინაიდან საქმე სექსუალურ ძალადობას ეხებოდა, სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ დაკავებული მამაკაცი ბესიკ თოდუა ზუგდიდის მკვიდრია, "კურიერმა" გაარკვია. რომ ის ადრე ბელორუსში იყო დაკავებული. ნასამართლეობის შესახებ საუბრობს მამაკაცი გავრცელებულ ჩანაწერშიც და ამბობს, რომ ის 10 წელი ციხეში იჯდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5  მაისს,  თბილისში,  ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად,  მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საქართველოს პროკურატურამ  გაუპატიურების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ბ.თ.-ს ბრალდება წარუდგინა. სამართალდამცველებმა ბ.თ. 6 მაისს  დააკავეს. მას  ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყაზახეთის მედიის ცნობით, 27 წლის ქალი საქართველოში, სამუშაოდ, აპრილში ჩამოვიდა.

დღის ამბები