ნიკა მელიას გირაო გადახდილია - თანხა 40 000 ლარი European Endowment for Democracy-იმ გამოყო. როდის დატოვებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი საპატიმროს ამასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ადვოკატმა "კურიერთან" ისაუბრა.
გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროცედურების მიმდინარეობა ხელისუფლების ხელშია, პროკურატურამ ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება, ან შეცვლა. რის შემდეგაც ნიკა მელია ტოვებს საპატიმროს.