ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ნიკა მელია დღეს გათავისუფლდება, თუმცა როგორც გიორგი კონდახიშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განმარტა, ეს არ ნიშნავს, რომ ენმ-ს ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე წყდება.
"ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს თავაწეული, ის სპეკულაციები კი, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, ღიმილისმომგვრელია.
დღეს არის საუბარი ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმე წყდება და იხსნება დღის წესრიგიდან. ბრალდება არის აბსურდული, ეს დღევანდელი მოცემულობითაც არის დადასტურებული.
ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. დარწმუნებული ვარ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოუწევს უარი თქვას ამ ბრალდებაზე, მსოფლიოში უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა, ევროკავშირმა გადმორიცხა თანხა, რომ ქვეყანას თავისი მოქალაქე დაეხსნა ციხიდან,"-აღნიშნა კონდახიშვილმა.