17 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია ეს შედეგი დამდგარიყო - ნიკა მელია

ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. ნიკა მელიამ ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და აშშ-ის ელჩს.

განსაკუთრებული მადლობა კი ნიკა მელიამ ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს გადაუხადა.

"მან გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და მაშინ, როდესაც ალბათ ყველაზე უფრო მეტად მიჭირდა, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა ენმ-ს ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად, უზარმაზარი შრომა გასწია.

რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია ეს შედეგი დამდგარიყო, რომელიც დადგა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები