20 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
თბილისის რამდენიმე რაიონს 11 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი
თბილისის რამდენიმე რაიონისა და ქუჩის "თელასის" აბონენტებს სხვადასხვა სამუშაოს გამო 11 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
 
სამგორის რაიონი
 
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, მოსკოვის გამზირის V კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ცისკარიშვილის (ნაწილობრივ), რევაზ მამისაშვილის, ნაკადულის, დადიანის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.
 
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.
 
კრწანისის რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, დიმიტრი გულიას, გულუას, ისპაჰანლის, იოსებ გრიშაშვილის, შოთა ნიშნიანიძის და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას.
 
საბურთალოს რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის და ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
დღის ამბები