თეა წულუკიანი უმაღლესი სასწავლებლის სამ სახელოვნებო ხელმძღვანელს შეხვდა. საუბარი შეეხო სამოქმედო გეგმას, სადაც ითქვა, რომ უნდა აღდგეს პროფესიები, რომელთა სასწავლო პროგრამები ამ ეტაპზე არ არსებობს.
კულტურისა და განათლების სამინისტროში სახელოვნო განათლებაში გასატარებელ რეფორმაზე იმსჯელეს.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავდოთ უფრო მეტი თანხა და ინვესტიცია, როგორც ფინანსები, ასევე დრო და ძალისხმევა თითოეულ სტუდენტში და არ ვიყოთ ორიენტირებული რაოდენობაზე, არამედ აქცენტი გავაკეთოთ ხარისხზე. იმისათვის, რომ როდესაც ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიდან იქნება კადრი გამოშვებული, მან იცოდეს, რომ ის დასაქმდება და თავის კარიერას სწორედ ამ სფეროში, თავისი შეხედულებისამებრ სწორად ააწყობს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.