19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე - ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ნაცმოძრაობა ავრცელებს

"ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი საუბრობდა, რომ თითქოს საქართველო სიკვდილიანობის მაჩვენებლით არის მსოფლიოში პირველ ადგილზე, რაც არის უდიდესი ტყუილი“, - განაცხადა "დღის კურიერში“ მმართველი გუნდის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა. 

"ერთ-ერთმა ჟურნალისტმა "ფეისბუქზე" დადო ეს ინფორმაცია და ფეისბუქმა წაუშალა, როგორც სიცრუე, ოფიციალურად დეზინფორმაციად აღიარა. 

სინამდვილეში სიკვდილიანობის მაჩვენებლით ოცეულშიც არ ვართ. გარდა იმისა, რომ ნაცმოძრაობა დეზინფორმაციას ავრცელებს, ხანდახან კითხვები გიჩნდება ადამიანს, ასეთი დამოკიდებულება რატომ აქვთ საკუთარი ხალხის მიმართ. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები