19 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
ხმაური ქარელში - სოფელ მოხისის მოსახლეობა მიწების გასხვისების შესახებ ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმებას მოითხოვს

დილიდან ხმაურია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში. ადგილობრივები სოფლის სახნავ-სათესი მიწების გასხვისების შესახებ ჩატარებული აუქციონის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.

მათი მტკიცებით, აუქციონი არათანაბარ პირობებში, კონკრეტული პირის სასარგებლოდ წარიმართა, ეკონომიკის სამინისტრომ სოფლის ინტერესი არ გაითვალისწინაშედეგად კი მათი მამაპაპეული მიწები, ვინმე ვაჟა გორდიაშვილმა არარეალურ ფასად შეიძინა.

სოფელ მოხისის მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას და საკითხში გარკვევას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ვაჟა გორდიაშვილს მიწების დამუშავების უფლებას არ მისცემენ.

დღის ამბები