17 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში რაბათში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრალური სკვერის მოწყობა იგეგმება 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში, სპეციალურმა კომისიამ პირველადი სხდომები სამცხე-ჯავახეთში დაასრულა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებისთვის კონკრეტული მდებარეობები შეარჩია.

პროგრამის გარდა, ახალციხეში იგეგმება გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადგმა ასევე რაბათში, ახალციხის ციხეზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე მოეწყობა ცენტრალური სკვერი.

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართა. სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონები" 4-წლიანია და თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას.

თითო მუნიციპალიტეტზე კი 20 მილიონი ლარი. პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

დღის ამბები