04 სექტემბერი 2026,   04:23
ვრცლად
გურიის სოფლებში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა - დაზიანდა სახლები და ელექტროსადენები

ძლიერმა ქარმა გურიაში პრობლემები შექმნა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემოხეთში, ხევსა და ბურნათში ქარმა ხეები მოგლიჯა. სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ელექტროსადენები.

დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სოფელ ხევში წაქცეული ხეების გამო ჩაკეტილი იყო გზა. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას დღეიდან დაიწყებს.

სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დღის ამბები