დმანისში დაპირისპირების მონაწილე ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ და ერთმანეთს ქვებს ესვრიან.
სამართალდამცველები მხარეების შეკავებას ვეღარ ახერხებენ და ისინი, თანდათან, ერთმანეთს უახლოვდებიან.
დაპირისპირების შედეგად დაშავდა ინციდენტის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის სამართალდამცველები.
ინციდენტის რამდენიმე მონაწილე დაკავებულია.
შეგახსენებთ, დმანისში მოსახლეობის ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდებოდა, რა დროსაც დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო.
ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა.