24 აპრილი 2024,   15:55
ვრცლად
ღაზასა და ისრაელში კი სარაკეტო იერიშები არ წყდება - ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ

ამწუთებბში ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ. ჯოსეფ ბორელი ამერიკელ კოლეგას უკვე ესაუბრა, ევროკომისარი მშვიდობისთვის გრძელვადიანი ინიციატივის აუცილებლობაზე საუბრობს. დაგეგმილია პრესკონფერენციაც. 

ღაზასა და ისრაელში კი სარაკეტო იერიშები არ წყდება. დაღუპულია 212 პალესტინელი, მათგან 61 ბავშვია.

მსხვერპლია ისრაელის მხარესაც, 10 დაღუპულიდან 2 ბავშვია. ისრაელის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ღაზაში 150 ტერორისტია მოკლული.

პალესტინა კი იუწება, რომ მოწინააღმდეგის დარტყმებმა ღაზის სექტორში მოქმედი ერთადერთი კოვიდ-ლაბორატორია გაანადგურა.

ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობს ამერიკული მხარე, რომლის წარგზავნილი დიპლომატიც რეგიონში მუშაობას აგრძელებს.

დღის ამბები