19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
შსს დმანისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დმანისში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს, დაკავებული არავინაა - განცხადება მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

ორდღიანი მწვავე დაპირისპირების შემდეგ დმანისში ვითარებას სამართალდამცავები აკონტროლებენ. ამ დრომდე იკითხებიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები.

"გუშინ რამდენიმე პირი იყო გამოკითხვაზე, დაკავება არ მომხდარა. ისინი დაკითხვის შემდეგ გათავისუფლდნენ. ერთიანად დაწყებულია გამოძიება, მათ შორის, ჟურნალისტების ეპიზოდზეც მოხდება სრულყოფილი შესწავლა და თუკი კონკრეტული საქმეების გამოყოფა ან გაერთიანება გახდება საჭირო, შესაბამისი უფლებამოსილი პირები მიიღებენ გადაწყვეტილებას,"- განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

დმანისში დაპირისპირებული მხარეების შერიგების შემდეგ ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა რეგიონში პოლიცია კვლავ რჩება.

დღის ამბები