26 აპრილი 2024,   08:45
ვრცლად
"არ არსებობს ამაზე დიდი სიყვარული" - ნაომი კემპბელი დედა გახდა

ნაომი კემპბელის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ მისი თაყვანისმცემლები გააოცა. 50 წლის ბრიტანელმა მოდელმა განაცხადა, რომ დედა გახდა და სოციალურ ქსელებში ფოტო გაავრცელა, სადაც მისი ხელი და ახალშობილის ფეხები ჩანს:

"ამ მშვენიერმა პატარა ბედნიერებამ მე ამირჩია დედად. დიდი პატივია ამ ნაზი სულის არსებობა ჩემს ცხოვრებაში. არ არსებობს სიტყვები, რომელიც ამ სამუდამო კავშირს აღწერს, რაც მე შენ მიმართ მაქვს, ჩემო ანგელოზო. არ არსებობს ამაზე დიდი სიყვარული," - წერს ნაომი კემპბელი.

სუპერმოდელის თაყვანისმცებლებს ნაომი კემპბელის ორსულობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ამიტომ განიხილავენ შვილად აყვანისა და სუროგაციის ვერსიებს. თუმცა რამდენიმე ახლო მეგობრის კომენტარიდან ჩანს, რომ მათ ნაომი კემპბელის მოსალოდნელი დედობის შესახებ იცოდნენ.

დღის ამბები