06 სექტემბერი 2026,   17:46
ვრცლად
არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმე - დაზარალებულის დედა აცხადებს, რომ ბრალდებულის მიმართ ცუდად არ არის განწყობილი

არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. 23 წლის მამაკაცს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება მას შემდეგ შეუცვალა, რაც დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სასამართლოში მოულოდნელად ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ არც გაუუპატიურებას და არც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს გადაწყვეტილება მისაღებია დაზარალებულის დედისთვის, რომელიც "კურიერთან" კომენტარს აკეთებს.

"ერთმანეთში ცუდი ურთიერთობა არ ჰქონიათ, ამ ბიჭის მიმართ ცუდად არ ვარ განწყობილი. რაც მოხდა იმ სახლში მერე გაირკვა," - აცხადებს დაზარალებული არასრულწლოვნის დედა.

ბრალდებულის ადვოკატი ლევან მახარაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი მტკიცებულება ბრალდებულის წინააღმდეგ იყო დაზარალებულის ჩვენება, პარალელური გამოძიებისა და დაზარალებულის ჩვენების შეცვლის შემდეგ კი მის წინააღმდეგ აღარაფერი აღარ დარჩა.

ბრალდებულის და აცხადებს, რომ მისი ძმის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში იცნობდნენ და ერთმანეთი მოსწონდათ და ამის შესახებ ინფორმაცია ორივე მათგანის ოჯახს ჰქონდა. ბრალდებულის და ამბობს, რომ ამჟამად გოგონა მათთან ერთად ცხოვრობს ოჯახში. ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თავდაპირველად გოგომ ჩვენება ზემოქმედების ქვეშ მისცა.

ამ დროისთვის 23 წლის მამაკაცი თავისუფალია, თუმცა მის წინააღმდეგ გაუპატიურების მუხლით გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები