04 სექტემბერი 2026,   06:20
ვრცლად
ნამახვანჰესის აქციებისას საპოლიციო ძალების მეშვეობით ხისტი და რეპრესიული პოლიტიკა გატარდა - "სოციალური სამართლიანობის" ცენტრის

ნამახვანჰესის აქციებისას საპოლიციო ძალების მეშვეობით ხისტი და რეპრესიული პოლიტიკა გატარდა - ასეთია "სოციალური სამართლიანობის" ცენტრის შეფასება.

ორგანიზაციამ ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული საპოლიციო ღონისძიებების შეფასების დოკუმენტი წარადგინა.

"დოკუმენტის მთავარი მიზანი არის, რომ შევაჯამოთ სამინისტროს როლი და პასუხისმგებლობა და ამ ღონისძიებების დაუსაბუთებლობა და ამ ღონისძიებების დაუსაბუთებლობა, უკანონობა, არაპროპორციულობა ვაჩვენოთ და მნიშვნელოვანია ეს იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები დღემდე გრძელდება და აძლევს კომპანია "ენკას" საშუალებას ფაქტობრივად დაიწყოს ნამახვანჰესის მშენებლობა," - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ.

დღის ამბები