07 მაისი 2024,   10:17
ვრცლად
უფასო ტაქსი და აცრა ჩაწერის გარეშე - როგორ ცდილობს ვაშინგტონი იმუნიზაციის პროცესში ადამიანთა მოტივაციის გაზრდას

როგორ ცდილობს ვაშინგტონი იმუნიზაციის პროცესში ადამიანთა მოტივაციის გაზრდას? ამერიკის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ COVID-19-ის ვაქცინა არ მიუღია, 3 დღეში, უახლოეს ვაქცინის ცენტრში ასაცრელად წასვლა ტაქსით უფასოდ შეეძლება. ეს ამერიკულ ბაზარზე მომუშავე 2 კომპანიასთან - "უბერთან" და "ლიფტთან" ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მოლაპარაკებით გახდა შესაძლებელი.

ბაიდენის გადაწყვეტილება, ამერიკის დედაქალაქში უმეტესად მოსწონთ. მოქალაქეები თვლიან, რომ პანდემიის დამთავრება და ყველა შეზღუდვის მოხსნა მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ბევრი ადამიანი აიცრება.

ვაქცინაციის უმეტეს ცენტრში დღეს COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად, წინასწარ ჩაწერა საჭირო აღარ არის. საავტომობილო გზებზე, ასეთი რეკლამებით მოუწოდებენ მძღოლებს, თუ ჯერ კიდევ არ აუცრიათ, ვაქცინა გაიკეთონ. აცრები კლინიკების გარდა, არენებზე, საზოგადოებრივ ცენტრებში და კოლეჯებში კეთდება. რიგები ყოველდღიურად თხელდება, რადგან მოსახლეობის ნაწილი უკვე აცრილია. სრულად ვაქცინირებული ხალხი კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი რეკომენდაციით, თითქმის 2 წლის შემდეგ ქუჩებში უნიღბოდ დადის და აღარც ხალხს ერიდება. ახლო დისტანციაზე ადამიანებთან ყოფნა და საუბარი, 1 წლის წინ გამორიცხული იყო.

ტაქსით უფასოდ მგზავრობის საშუალება მოქალქეებს 24 მაისიდან შეეძლებათ. თითოეული ადამიანი დაახლოებით 30 დოლარს დაზოგავს

ამერიკის ყველაზე დიდ ქალაქში, ნიუ იორკში, რომელიც პანდემიის დროს მძიმედ დაზარალდა, რესტორნების დარბაზების სრული დატვირთვით გახსნა, ოთხშაბათს, საზეიმოდ აღნიშნეს. გუბერნატორის განკარგულებით სრული დატვირთვით იხსნება სპორტული დარბაზები და სალონები, თუმცა 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულოა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის 277 მილიონი დოზაა ადმინისტრირებული.

დღის ამბები