კომპენსაციების მიღების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან ხელშეკრულებების გაფორმება გრძელდება.
მემორანდუმის ფარგლებში, დამატებით კიდევ 6 ოჯახთან მოეწერა შეთანხმებას ხელი. დოკუმენტის მიხედვით აღნიშნული ოჯახები, კომპენსაციებს გეგმის მიხედვით კონკრეტულ ვადებში მიიღებენ.
სოფელ "შუქრუთში" ჩატარებული საინჟინრო კვლევების მიხედვით, მოსახლეობა კატეგორიების მიხედვით არის დაყოფილი.
პირველი კატეგორია 36 ოჯახს აერთიანებს და საკომპენსაციო თანხის ოდენობა 2 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს.
გაწერილია ზარალის ანაზღაურების ვადებიც, პირველი კატეგორიის ოჯახებისთვის კომპენსაციები წელიწადსა და სამ თვეში უნდა დარიგდეს.