02 სექტემბერი 2026,   20:31
ვრცლად
ქუთაისში სუპერმარკეტ "დეილის" ფილიალი გაქურდეს

ქუთაისში სუპერმარკეტ "დეილის" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა. მარკეტის თანამშრომლების თქმით, უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი გატეხეს, მათ სიგარეტის და სასმელების წაღება მოახერხეს.

ხმაურზე სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს. მაღაზიის თანამშრომლის თქმით, ეს ამ თვის განმავლობაში უკვე ქურდობის მეოთხე შემთხვევაა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები