06 მაისი 2024,   16:53
ვრცლად
მოსწავლემ ფიზიკის მასწავლებელი კისრის არეში დაჭრა - რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ინციდენტს შურისძიებას უკავშირებენ

რუსეთში, პერმის რეგიონის ქალაქ ბერეზნიკში სკოლის მოსწავლემ ფიზიკის მასწავლებელი დაჭრა. კისრის არეში დაჭრილი 74 წლის ლუდმილა იშმენევა პერმის საავადმყოფოში ვერტმფრენით გადააფრინეს. როგორც BBC იუწყება, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ლიცეუმში, სადაც შემთხვევა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. ინციდენტში მონაწილე მოსწავლესთან ფსიქოლოგები მუშაობენ. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, საგანში ნიშნის დაკლება გახდა, რის გამოც მოსწავლემ შურისძიება გადაწყვიტა.

მოსწავლე კერძო დაცვის თანამშრომელმა განაიარაღა, რომელიც სკოლაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელს ინციდენტის შესახებ მოსწავლეებმა შეატყობინეს.  

დღის ამბები