ეკა ბესელიამ სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექპერტიზის ცენტრი, "მართლმსაჯულების სახლი" გახსნა. მისი განცხადებით, მიზანი ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა, როგორებიც არიან მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები და საჯარო მოხელეები.
სასწავლო ცენტრი პირველ ჯგუფს 1 ივნისიდან მიიღებს. სასწავლო ცენტრი ასევე მოიცავს ისეთ სკოლებს, როგორებიცაა - მედიაცია და ფსიქოლოგია, პოლიტიკური კამპანიის, მედიისა და კომუნიკაციის სკოლა, დიპლომატიისა და მოლაპარაკების ხელოვნება.