20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
დილიდან ხმაურია ოზურგეთში - ფქვილის საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის მეპატრონეს გზა გადაუკეტეს

დღეს დილიდან ხმაურია ოზურგეთში, "გურია ექსპრესის" ოფისთან. ფქვილის საწარმოს გაფიცულმა თანამშრომლებმა კომპანიის მეპატრონეს გზა გადაუკეტეს და პროდუქციის გატანის და ტრანსპორტირების საშუალება არ მისცეს.

დასაქმებულები, რომლებმაც წუხანდელი ღამე ადგილზე გაათიეს, აცხადებენ, რომ კომპანიამ საწარმოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანა და პროდუქცია ტრაილერებზე დატვირთა. მისი გამოტანის საშუალება კი გაფიცულებმა არ მისცეს.

ადგილზე იმყოფება ადგილობრივი მოსახლეობა და გაფიცულების ოჯახის წევრები. მობილიზებულია პოლიციაც. შეგახსენებთ, რომ "გურია ექსპრესის" თანამშრომლები უკვე 22 დღეა გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და შრომის ღირსეული პირობებია.

დღის ამბები