"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში მოსამართლეობა არ შეიძლება და ეს მხოლოდ მოტყუებაა.
მისი თქმით, ხვალ სასამართლო ირჩევს ახალ წარმომადგენლებს იუსტიციის საბჭოში და ამას აკეთებს არა ადამიანის უფლების დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამყარდეს სისტემა.
"ჩვენ ვატყუებთ ყველას, მათ შორის, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, ისევე, როგორც თავის დროზე მე მომატყუა ჩემმა სახელმწიფომ, თითქოს ამ ქვეყანაში მოსამართლეობა შეიძლებოდა.
ჩვენ ვამზადებთ პროფესიისთვის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არაფერს ვაკეთებთ ამ საკითხის აღმოსაფხვრელად. ეს საკითხი საერთოდ არაფერს წარმოადგენს თითქოს ერთი შეხედვით.
ხვალ სასამართლო ირჩევს ახალ წარმომადგენლებს იუსტიციის საბჭოში და ამას აკეთებს არა ადამიანის უფლების დასაცავად, არამედ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გამყარდეს სისტემა,"- განაცხადა ხვიჩიამ.