13 მაისი 2024,   11:16
ვრცლად
ფუტკრებს კორონავირუსის იდენტიფიცირება შეუძლიათ

როგორც ირკვევა, ფუტკრებს კორონავირუსის იდენტიფიცირება შეუძლიათ. ყველაფერი ვაგენინგენის უნივერსიტეტში დაიწყო, როდესაც მეცნიერებმა ფუტკრების კვლევა დაიწყეს. იმ შემთხვევაში, თუ ეს პატარა არსებები კოვიდს სწორად დააფიქსირებდნენ, შაქრიან წყალს მიიღებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - არაფერს.

ამ სისტემის მეშვეობით მკვლევარებმა შეძლეს, რომ ფუტკრებს რამდენიმე წამში ამოეცნოთ ვირუსის ნიმუში.

"ფუტკრები ჩვეულებრივი ფერმერებიდან მოგვყავს, მათ სპეციალურ ადგილას ვათავსებთ და ვიწყებთ წვრთნებს. მას შემდეგ, რაც ისინი იწყებენ ნიმუშების სწორად ამოცნობას, ჩვენ მათ შაქრიან წყალს ვაწვდით, ამით კი ფუტკრების სტიმულირება ხდება." - განაცხადა ვირუსოლოგმა ვილ ვან დერ პოელმა.

დღის ამბები