20 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
9 დღიანი გაფიცვის შემდეგ "ბორჯომის" ქარხნებში თანამშრომლები მუშაობას განაახლებენ - მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს

9 დღიანი გაფიცვის შემდეგ "ბორჯომის" ქარხნებში თანამშრომლები დღეს სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან. მხარეებმა შეთანხმებას გუშინ მიაღწიეს. გაფორმდა შესაბამისი დოკუმენტიც.

კომპანიამ დასაქმებულთა მოთხოვნების დიდი ნაწილი დააკმაყოფილა. "აი-დი-ეს ბორჯომი" იღებს ვალდებულებას ხელფასები 20-30%-ით გაზარდოს და ზეგანაკვეთური შრომა აანაზღაუროს.

გარდა ამისა დოკუმენტში წერია, რომ კომპანია არ გამოიყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ და შეინარჩუნებს ყველა ამჟამად არსებულ სოციალურ პროექტს.

დღის ამბები