04 სექტემბერი 2026,   08:25
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკა მელიას პროცესი განახლდება. მიმდინარეობს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი.

წინა პროცესზე ბრალდების მხარემ ვიდეო-მტკიცებულება წარადგინა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ასახავს. დაცვა კი ამტკიცებს, რომ მასალა კონტექსტიდან ამოვარდნილია და ნიკა მელიას მხრიდან ძალადობრივი ქმედება არ ყოფილა.

თავად მელია სხდომას ამჯერადაც არ დაესწრება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესები მას აღარ აინტერესებს.

"არ ვაკვირდები და არც მინდა, რომ ჩემი ენერგიის თუ ყურადღების თუნდაც იოტისოდენა ნაწილი მიმართული იყოს, ამაზე ფიქრით დავკავდე, ან ანალიზის კეთებას მივყო ხელი.

მე ვიცი რა არის გასაკეთებელი, მე ვიცი, რომ ივანიშვილის რეჟიმი მინიმალური ამოცანაა, რომ უნდა დამარცხდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამოცანა, რომელიც შემდეგ უნდა შევასრულოთ, რას  ვთავაზობთ საზოგადოებას, რა გეგმით ვართ," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები