19 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
შეხვედრა ვერ მოვახერხე, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს - არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულის ადვოკატი

დღეს ბრალი უნდა წარუდგინონ მამაკაცს, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირს ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს 14 წლის ბიჭთან სექსუალური ხასიათის ურთიერთობა 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლში მოხდა.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამიტომ ადვოკატთან გასაუბრება ვერ მოახერხა.

"გუშინ მქონდა ვიზიტი გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ისურვა ჩემთან შეხვედრა. ერთადერთი, რაც ჩემთვის ცნობილია, არის ის, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა, ამას შემდგომში პასუხს ექსპერტიზა გასცემს,"-განაცხადა ადვოკატმა.

არასრულწლოვანი პოლიციამ უკვე გამოკითხა. სოციალური სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, არასრულწლოვანთან სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგი მუშაობენ. 

"პოლიციის მომართვის საფუძველზე, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა საპროცესო წარმომადგენლობა. გამოკითხვის პროცესში ჩართული იყო ფსიქოლოგი. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს ბავშვის შეფასება და სახელმწიფო სერვისების შეთავაზება,"- განაცხადა მან. 

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე, ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება. თუმცა, თუ ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა დაუდასტურდა, მან, შესაძლოა, სასჯელს თავი დააღწიოს.

დღის ამბები