27 აპრილი 2024,   18:39
ვრცლად
"თქვენთვის ხსნა არაა, ბევრს სვამთ და ცოტას ლოცულობთ" - რომის პაპი ბრაზილიელებს გაეხუმრა

პაპი ფრანცისკე ვატიკანში ჩასულ ბრაზილიელებს გაეხუმრა. მღვდელი ხუან პაულო სოუტო ვიქტორი, რომელიც ვატიკანში ბრაზილიის ქალაქ კამპინა გრანდედან იყო ჩასული, სან დამასოს ეზოში მოსეირნე პონტიფიკოსს მიუახლოვდა და ბრაზილიელი ხალხისთვის ლოცვა სთხოვა.

"წმინდა მამაო, ილოცეთ ჩვენთვის, ბრაზილიელებისთვის" - მიმართა მღვდელმა პაპს.

რაზეც პაპმა ფრანცისკემ ღიმილით უპასუხა

"თქვენთვის ხსნა არაა, ბევრ კაშასას სვამთ და ცოტას ლოცულობთ" - ამბობს პაპი ვიდეოში, რომელსაც Diário do Nordeste ავრცელებს.

დღის ამბები