27 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
შიშველმა ქალმა პოლიციას მეგობარი მამაკაცისგან დაცვა სთხოვა - აშშ-ში ინციდენტი სროლით დასრულდა

სროლა კალიფორნიაში - პოლიციის ინფორმაციით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც შიშველმა ქალმა მათ დაუძახა და უთხრა, რომ ახლომდებარე სახლში მისი მეგობარი ბიჭი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

ქალი, რომელმაც სან დიეგოს პოლიცია სამშაბათს საღამოს გამოიძახა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამართალდამცველები კი მის მიერ მითითებულ სახლში შევიდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ სავარაუდო მოძალადე მამაკაცი უკვე წასული იყო. 

პოლიციამ ორი საათის შემდეგ შენიშნა თეთრი ფერის BMW, რომელიც ძალიან ჰგავდა ეჭვმიტანილის მანქანას და სცადეს მისი დაკავება, თუმცა მამაკაცმა მანქანა არ გააჩერა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა შეძლეს მანქანა შეეჩერებინათ, თუმცა მძღოლმა გადმოსვლაზე უარი თქვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანება მიიყენა. 

მამაკაცი მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მისი მდგომარეობის შესახებ ცნობილი არ არის. 

ადგილობრივი მედია წერს, რომ ქალისა და მამაკაცის იდენტიფიცირებისგან პოლიცია თავს იკავებს. 

დღის ამბები