26 მაისი 2024,   23:28
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 75% ინდურ შტამთან არის დაკავშირებული

დიდ ბრიტანეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების თითქმის 75% ინდურ შტამთან არის დაკავშირებული - ეს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანდემია არ დასრულებულა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ინდური შტამით ინფიცირების 4 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო, შესაძლოა ბრიტანეთმა ივნისისთვის რეგულაციები აღარ მოხსნას.

სწორედ ინდური ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის ხელისუფლებამ გაერთიანებული სამეფოდან ქვეყანაში შესვლა შეზღუდა. იქამდე შეზღუდვები დააწესეს გერმანიამ და ავსტრიამაც.

დღის ამბები