27 ნოემბერი 2024,   17:05
ვრცლად
სოფელში მიწა იხსნება და სახლები ორმოში ვარდება - რუსეთში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

რუსეთში, კემეროვოს ოლქში მდებარე სოფელ პიონერში მიწა ვარდება და უზარმაზარი ორმოები ჩნდება. ტელეგრამ-არხის Mash ინფორმაციით, შახტებზე მდგომი სახლები მიწის ზედაპირიდან ქრება და სახლების ადგილას ღრმულები რჩება.

გამოცემა წერს, რომ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ცოცხლად დამარხვას გადაურჩა - მიწა ეზოში მაშინ გაიხსნა, როდესაც ქალი სახლში იმყოფებოდა. ის ღრმულის შესამოწმებლად მივიდა და 5 მეტრის სიღრმის ორმოში ჩავარდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

სოფელი, როგორც ირკვევა, დახურულ შახტ "პიონერზე" დგას. შახტში ქვა-ნახშირის მოპოვება ჯერ კიდევ 1962 წელს შეწყვიტეს, 1998 წელს კი ორმო ერთ-ერთი ოჯახის სახლის ადგილას გაჩნდა. 

სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა ვიდრე რაიმე რეაგირება იქნება, პიონერში სულ უფრო მეტი ორმო ჩნდება. 

დღის ამბები